დისტანციური ლარტყა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:56, 2 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დისტანციური ლარტყა (სპეისერი) – მინაპაკეტის პერიმეტრზე მინებს შორის მოთავსებული თხელი მოცულობითი ლარტყა. მისი მეშვეობით რეგულირდება მინაპაკეტის სისქე. როგორც წესი, მზადდება ალუმინისაგან. არსებობს სხვადასხვა სისქის (ბიჯით 2 მმ). დისტანციური ლარტყას შიგნით ათავსებენ ტენშემწოვ ფხვნილს (სილიკოგელს) წვრილი მარცვლების სახით, რომელიც ლარტყაში არსებული ნასვრეტებიდან უზრუნველყოფს მინაპაკეტში მოხვედრილი ზედმეტი ტენის შთანთქმას, რაც გამორიცხავს პაკეტის დაორთქვლას შიდა მხრიდან.