დისტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:02, 2 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დისტილი – (ბერძ. di- ორი და stŷlos სვეტი, ბოძი,) ანტიკური ტაძრის კლასიკური პორტიკი ორი სვეტით მთავარ ფასადზე. ის წარმოადგენდა ტაძრის ყველაზე უძველეს მარტივ ტიპს, რომელიც შედგებოდა გეგმაში მართკუთხედის ფორმის ცელასა და ლოჯიისაგან ცენტრალური შესასვლელით. წინა ფასადზე განთავსებული იყო ორი სვეტი გვერდებიდან შემზღუდი კედლებით (ანტებით), რომლებიც გამოდიოდა ფრონტონის სიბრტყემდე.