დიცის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:55, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიცის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიცის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (10,7 X 6,1 მ), ნაგებია რიყის ქვით, კედლის კუთხეები და სარკმლები თლილი ქვისაა. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილია. დასავლეთ კედლის ფრონტონის თავზე მოგვიანებით დაუშენებიათ ოთხივე მხარეს სწორკუთხა თაღებით გახსნილი სამრეკლო, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს. სამრეკლო ამჟამად გადახურულია თუნუქით. ეკლესიის ორფერდა სახურავი ღარიანი კრამიტისაა. შემორჩენილია ეკლესიის სამხრეთისა (სარკმლისა და გადახურვის ფრაგმენტები) და დასავლეთის მინაშენების ნანგრევები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები