დორიული სვეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:11, 15 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დორიული სვეტი – ორდერულ არქიტექტურაში მარტივი კონსტრუქციის მასიური სვეტი, რომელიც ზევით თანდათან ვიწროვდება და დაგვირგვინებულია კაპიტელის მარტივი სქელი კვადრატული ფილით. სვეტის ტანი მთელ სიგრძეზე შემკულია მცირე სიღრმის სწორხაზოვანი კანელურებით (16-20 ცალი ერთ სვეტზე). არ გააჩნია ბაზისი (ბაზა).