დოქი თიხისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოქის ტიპები

დოქი თიხისა - ხელადა - თიხის საწყლე და საღვინე ჭურჭელი, ამზადებდნენ კარგად შეზავებული სუფთა მიწისაგან, აქვს ბრტყელი, მრგვალი ძირი - „ფსკერი“, ზომიერად გამობერილი მუცელ-“გვამი“; წვრილი მაღალი ყელი და ლამაზად გამოყვანილი, მაღლა აშვერილი „ნიკარტი“, მრგვალი ყური მიძერწილია შუა ყელიდან მხარზე ან შუა გვამზე.

დოქის რამდენიმე სახელწოდება მოწმდება: „საღვინე“, „საწყლე“. „თუნგულა“, „ხარა დოქი“(დიდი ზომისაა), „ლიტრა“ „ყურმილიანი“ იგივე „საწოვრიანი“ დოქი და სხვა. საღვინე დოქები „ნიკარტიანი“ უნდა იყოს, წყლისათვის განკუთვნილი დოქები კი მრგვალტუჩა.

დოქები მრავალფეროვანი სახისაა, შემკობის თვალსაზრისით მათში სჭარბობს დალოცვა-დღეგრძელობის შემცველი წარწერები, ზოგი დოქი წითლადაა გამომწვარი, ზოგი კი მთლიანად ჭიქურითაა დაფარული და დამშვენებული სხვადასხვა მხატვრული სიუჟეტებით.

ლიტერატურა

ც. კაკაბაძე, შროშული საღვინეები, 1971, ძმ. №24. ც. კ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები