დჰარმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:20, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დჰარმაჩაკრა

დჰარმა - (სანსკ.: धर्म, კანონი, წესი) ინდური ფილოსოფიურ-რელიგიური ტერმინია, რომელიც გულისხმობს ადამიანის მიერ მორალური ვალის, ვალდებულებების აღსრულებას, უფრო ფართო მნიშვნელობით კი - სწორი გზით სიარულს. ინდურ ფილოსოფიაში დჰარმა უმაღლესი ჭეშმარიტების ასახსნელი ცენტრალური ცნებაა.

დჰარმა სიტყვა-სიტყვით არის „ის, რაც აკავებს და იჭერს“ (ფუძიდან დჰრ - ჭერა) და, ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც კანონი, მნიშვნელობით - ყოფიერების უნივერსალური კანონი.

ინდური ფილოსოფიური კონტექსტის ისტორიაში ტერმინი დჰარმა ყოველთვის გულისხმობდა ცხოვრების გზაზე სწორად მოქცევის იდეას, რომელიც სამყაროს კანონებს ეფუძნება. დჰარმის სიმბოლო დჰარმაჩაკრაა - ინდოეთის ნაციონალურ დროშაზე გამოსახული ცენტრალური მოტივი.

დჰარმულ რელიგიებში (სანატანა დჰარმა, ბუდადჰარმა, ჯაინდჰარმა, სიქჰიზმი) დჰარმა ცენტრალურ ადგილს იკავებს. ყოველ მათგანს სწამს დჰარმის პრინციპები და იყენებს მათ. ამ რელიგიების სწავლებაში დჰარმა ბუნებისა და ღმერთის, როგორც მისი (ბუნების) თავდაპირველი წყაროს, სწორ გაგებას ნიშნავს. ამ რელიგიური ტრადიციების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც დჰარმის პრინციპებით ცხოვრობენ, უფრო ადვილად აღწევენ მოკშას, ნირვანას (განთავისუფლებას).

დჰარმა გამოიყენება დჰარმული რელიგიების დამაარსებლების (გაუტამა ბუდას და მაჰავირას) სწავლებებში. ტრადიციულ ინდუისტურ საზოგადოებაში ვარნაშრამადჰარმა წარმოადგენს ყოველი ინდივიდის უფლებათა და ვალდებულებათა რელიგიურ-მორალურ დოქტრინას. დჰარმას თავისი ზოგადი მნიშვნელობით აქვს გარკვეული მსგავსება დაოსა და დაოიზმთან.



წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები