ეგერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:59, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგერია(რომ.) წყაროს ნიმფა რომაულ მითოსში.

ეგერია ნუმა პომპილიუსის მეუღლე იყო. სწორედ მისი რჩევით დააწესა პომპილიუსმა რელიგიური კულტები რომში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ეგერია გარდაისახა წყაროდ, საიდანაც წყალს იღებდნენ ვესტალები. რომაელები ეგერიას მშობიარეთა მფარველად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით მისი კულტი დიანას კულტს შეუერთდა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები