ეთიოპები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:49, 11 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეთიოპები – (ბერძნ.) ჰომეროსის ეპოსში ეთიოპები ბედნიერ ადამიანებად არიან წარმოდგენილნი. ეს ხალხი ცხოვრობდა დედამიწის უკიდურეს აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე ქვეყნებში, ოკეანოსის სანაპიროებზე.
ბერძნულად ეთიოპები მოელვარე სახის ადამიანებს აღნიშნავდა. ეს ხალხი ხანგრძლივი ცხოვრებით გამოირჩეოდა. მათ ქვეყანაში ხშირად ილხენდნენ ღმერთები. ზოგი გადმოცემის თანახმად, ეთიოპები ოქროვან სკივრში ინახავდნენ ჰელიოსის სხივებს, სწორედ მათი ქვეყნიდან იწყებდა მზე ამოსვლას.