ეკონომიკის სერვიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:13, 2 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკონომიკის სერვიზაცია - (servization of economy) - საზოგადოებრივ წარმოებასა და პირადი მოხმარების სტრუქტურაში მომსახურების სფეროს ხვედრითი წონის არსებითი ზრდის პროცესი. დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნების ეკონომიკისათვის, სადაც მომსახურების სფერომ ყველა ძირითადი მაჩვენებლით, მათ შორის, დასაქმებულთა რიცხოვნობით, საგრძნობლად გაუსწრო მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფეროს და ეკონომიკის უმსხვილეს სექტორად გადაიქცა. აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში, ხოლო იაპონიაში - მხოლოდ 70-იანი წლებიდან. ამჟამად აშშ-ში ყოველი ათი მომუშავიდან შვიდი დასაქმებულია მომსახურების სფეროში.