ეკონომიკური პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკა - (economic policy) - ეკონომიკის მართვის ბერკეტებისა და მეთოდების ერთობლიობა, ეკონომიკის მართვის სფეროში ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებათა სისტემა. მოიცავს საბიუჯეტოსაგადასახადო, ფულად-საკრედიტო, საინვესტიციო, მეცნიერულტექნოლოგიურ, საგარეო-ეკონომიკურ პოლიტიკასა და ა.შ. ეკონომიკური პოლიტიკის ხასიათს განსაზღვრავს ხელისუფლების ქცევა ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჩაურევლობა ქვეყნის ეკონომიკაში (laissez-faires-ფაირეს) ან უხეში ჩარევა მასში და მისი მკაცრი მართვა (როგორც დამახასიათებელია ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკისათვის), ან კიდევ, ხელისუფლების მიერ შუალედური პოზიციის დაკავება და მაკროეკონომიკური რეგულირების მკაცრად განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება დაიყოს ორ ძირითად სახედ: მიკროეკონომიკურ პოლიტიკად, რომლის ამოცანაა რესურსების განაწილების ეფექტიანობის სრულყოფა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკად, რომლის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი იყოფა უფრო მცირე ნაწილებად. მაგალითად, მიკროეკონომიკური პოლიტიკის საზღვრებში შეიძლება გამოიყოს რეგიონული პოლიტიკა, კონკურენციის დაცვის პოლიტიკა და ა.შ., მაკროეკონომიკური პოლიტიკის საზღვრებში კი - ფისკალური პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ა.შ. ეკონომიკური საქმიანობა გაუთვალისწინებელი სტატისტიკური ორგანოების მიერ ძირითადი მონაცემების შეკრების სისტემის ნაკლოვანებათა შედეგად (economic activity unaccountedby statistical organs dueto the shortcomings of the main data consolidation system) – დაუკვირვებადი ეკონომიკის ნაწილი, სტატისტიკური სისტემის გადაუჭრელი პრობლემაა, რის გამოც არ აისახება მშპ-ში. ზოგჯერ მას სტატისტიკურ ჩრდილოვან წარმოებას უწოდებენ და განასხვავებენ ეკონომიკურ ჩრდილოვან წარმოებისაგან, რომელიც გამოწვეულია არა ძირითადი მონაცემების შეკრების სისტემის ნაკლოვანებებით, არამედ ეკონომიკური მიზეზებით.