ეკონომიკური სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:55, 6 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური სისტემა - (economic system) - საკუთრებითი და ორგანიზაციული ინსტიტუტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების ერთმანეთთან დაკავშირებული და განსაზღვრული წესით მოწესრიგებული ეკონომიკური ელემენტების ერთობლიობა, მრავალფეროვანი სტრუქტურული ელემენტების შერწყმა მკაფიოდ გამოხატულ ერთ მთელად, რომლის თითოეულ ნაწილს ერთმანეთთან მიმართებაში თავისი შესაბამისი ადგილი უკავია; ქვეყანაში მოქმედი პრინციპების, წესებისა და კანონმდებლობით განმტკიცებული ნორმების ერთობლიობა, რომელიც წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების პროცესში წარმოქმნილი ძირითადი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმასა და შინაარსს განსაზღვრავს. ეკონოეკონომიკურ სისტემაში არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ქვესისტემებს ქმნიან, რომლებსაც მთელი სისტემის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაში განსაზღვრული როლი აკისრიათ. ეკონომიკური სისტემის რეალურ ბუნებასა და არსს ეს კავშირები განსაზღვრავენ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები