ელინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:06, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელინგი − (ინგლ. helling < helan დაფარვა, დამალვა), გემების, სასპორტო იახტების, დირიჟაბლების სამშენებლო ან სარემონტო დახურული ნაგებობა ოკეანის, ზღვის, ტბის ან მდინარის პირას. არსებობს ორი სახის: გრძივი და განივი. პირველი განლაგებულია სახმელეთო ხაზის მართობულად, მეორე – პარალელურად.