ესტაკადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:46, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ესტაკადა (ფრანგული - estacade), მიწისზედა სახიდე ნაგებობა, რომელზეც დედამიწის ზედაპირიდან გარკვეულ სიმაღლეზე გაყვანილია რკინიგზა, საავტომობილო გზა და ა.შ., რათა შესაძლებელი იყოს ესტაკადის ქვეშ მდებარე სივრცის გამოყენება მოძრაობისათვის ან სხვა მიზნით. იგი შედგება საყრდენების და მალის ნაშენისაგან. მასალის მიხედვით ესტაკადა არის რკინაბეტონის, ფოლადის, ხის, ხოლო კონსტრუქციის მიხედვით - კოჭური, ჩარჩოიანი და სხვა.