ვალრასი ლეონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 7 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვალრასი ლეონ - (Walras Leon), (1834-1910) – წარმოშობით ფრანგი, 1870 წელს გახდა ლოზანის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის პირველი ხელმძღვანელი. დიდი წარმატება მოუტანა ფასეულობის თეორიაში ზღვრული სარგებლიანობის თეორიის დამოუკიდებლად შემუშავებამ (1873), მაგრამ მისი უთვალსაჩინოესი მიღწევა ეკონომიკურ თეორიაში იყო ყველა ბაზრის მომცველი საყოველთაო წონასწორობის თეორიის შექმნა.