ვალს-ბოსტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:39, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოსტონი, ვალს-ბოსტონი – ამერიკული სალონური ცეკვა, ლირიკული, ხშირად სანტიმენტალური ხასიათისა. მუსიკალური ზომა 3/4. ნელი ვალსის სახესხვაობა. წარმოიშვა XIX ს-ის დასასრულს. ბოსტონისათვის დამახასიათებელია პაუზა აკომპანემენტის მესამე მეოთხედზე.