ვექტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 31 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვექტორი – ზოგიერთი ფიზიკური სიდიდე (მაგ., ძალა, სიჩქარე, აჩქარება) არ შეიძლება ჩაიწეროს მხოლოდ თავისი რიცხობრივი მნიშვნელობით, ვინაიდან მათი სრული აღწერისათვის საჭიროა მიმართულების მითითებაც. ასეთ სიდიდეებს ვექტორული სიდიდეები ეწოდება. გეომეტრიული გაგებით ევკლიდურ სივრცეში ვექტორი არის მიმართული მონაკვეთი, ე.ი. მონაკვეთი, რომელზეც ერთ-ერთი მიმართულება მიღებულია დადებითად. ვექტორი ასე აღინიშნება:
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
ყოველი
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
ვექტორი განსაზღვრავს სივრცის პარალელურ გადატანას: სივრცის ნებისმიერი x წერტილის სახე პარალელური გადატანის დროს არის ისეთი Y წერტილი, რომ მიმართულ
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
და
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
მონაკვეთებს აქვთ ტოლი სიგრძე და ერთი და იგივე მიმართულება. პარალელური გადატანა
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
=(a,b,c) ვექტორით კოორდინატებში ასე გამოისახება: x1=x+a, y1=y+b, z1=z+c. XIX საუკუნის შუა წლებში ვექტორის ცნება თითქმის ერთდროულად გამოჩნდა რამდენიმე მეცნიერის შრომებში. პირველად ვექტორული აღრიცხვა სიბრტყეზე განავითარა იტალიელმა მეცნიერმა ბელავიტისმა (1835); ამ აღრიცხვაში ოპერაციის ობიექტი იყო მონაკვეთი. გარდა ამისა, გაუსის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის („ბიკვადრატული ნაშთების თეორია“, 1831) შემდეგ ცნობილი გახდა არგანისა და ვესელის შრომები კომპლექსური რიცხვების გეომეტრიული ინტერპრეტაციის შესახებ. ამასთანავე, განვითარდა ჰამილტონის მოძღვრება კვატერნიონების შესახებ (1843-1853), სადაც ai+bj+ck+d კვატერნიონში აუცილებელი იყო გაგვერჩია სკალარული ნაწილი d და დანარჩენი ვექტორული ნაწილი – ვექტორის კომპონენტები. ჰამილტონის აღნიშვნამ ჩვენამდე მოაღწია ოდნავ შეცვლილი სახით
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
ასე რომ, ჰამილტონის გამოკვლევებში ჩნდება სკალარული და ვექტორული სიდიდეების დაპირისპირება იმავე სახელწოდებებით. ტერმინი „ვექტორი“ ჰამილტონმა შექმნა ლათინურიდან vector- „გადამტანი“ (1845). მისგან დამოუკიდებლად ამ ტერმინს იყენებდნენ გაუსი (1809) და კოში (1821), რომლებიც ამ სიტყვას იყენებდნენ „მოძრავი რადიუსის“ აზრით. უძველესია აღნიშვნა – ასოს ზემოთ ხაზი; არგანი ასე აღნიშნავდა მონაკვეთის მიმართულებას (1806). მებიუსი აღნიშნავდა ვექტორს – AB, რათა მიეთითებინა ვექტორის საწყისი და ბოლო. გრასმანი ვექტორებს უწოდებდა „მონაკვეთებს“; მანვე შემოიღო ერთეულოვანი ვექტორები
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
რომლებიც კოორდინატთა ღერძების გასწვრივ არიან მიმართულნი, და ვექტორის წარმოდგენა
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
სახით. ახლა საზოგადოდ მიღებული აღნიშვნა
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
შემოიღო ჰამილტონმა (1853). ვექტორების აღნიშვნა სქელი შავი ასოებით შემოთავაზებულია ხევისაიდის მიერ (1891). სქელი შრიფტით ბეჭდვა განმეორებული იყო ვილსონის წიგნშიც (1901). ხევისაიდი წარმატებად თვლიდა ვექტორისა და მისი სიგრძის აღნიშვნას ერთნაირი ასოთი
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
და α, მანვე შემოიღო
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
ვექტორის კომპონენტების აღნიშვნა a1, a2, a3 ასოებით (ტერმინი „კომპონენტები“ მან გიბსისგან ისესხა). სახელწოდება „რადიუს-ვექტორი“ და მისი წარმოდგენა
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
სახით შემოთავაზებულია კოშის მიერ (1853). ვექტორის სიგრძისათვის აღნიშვნა
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი
შემოიღო განსმა (1905), სახელწოდება „მოდული“ კი – არგანმა ლათინურიდან modulus – „ზომა“ (1814), შემდგომ მას კოშიც იყენებდა. ეს ტერმინი საბოლოოდ მიღებულ იქნა XX საუკუნეში. ჰამილტონი და ხევისაიდი იყენებდნენ სიტყვას tensor, (ლათინ. tendo – „დაჭიმვა“, „გაჭიმვა“). გრასმანი იყენებდა სახელწოდებას Jnhaltbegriff – „სიდიდე“.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები