ზამბია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:30, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზამბია - (Zambia - ზამბიის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.

ფართობი - 752,6 ათ.კმ2.

მოსახლეობა - 13,2 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. ლუსაკა.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 პროვინციად.

ზამბია შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს და მთავრობის ხელმძღვანელი – პრეზიდენტი.

საკანონმდებლო უფლებამოსილება აქვს ეროვნულ ასამბლეას (ერთპალატიანი პარლამენტი).

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1964 წლის 30 ოქტომბერს.

ზამბია აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. განვითარებულია სამთომოპოვებითი მრეწველობა (სპილენძი, თუთია, კობალტი, ქვანახშირი, ტყვია) და ფერადი მეტალურგია.

სოფლის მეურნეობა ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას პროდუქტებზე.

საერთაშორისო აეროპორტია ლუსაკა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემდგენლობით 15,1 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 13,5 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 1,6 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები