ზემო ქართლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:07, 2 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზემო ქართლი – ქართლის ნაწილი, რომელიც მოიცავდა მდინარე მტკვრის ზემო წელის აუზს. ზემო ქართლის ფარგლებში მოიაზრებოდა აგრეთვე თორი და ტაო-კლარჯეთიც კი, რომელიც მდ. მტკვრის აუზში არ მდებარეობდა და მოიცავდა მდ. ჭოროხის ზემო წელის აუზს. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ე.ი. გვიანდელ შუა საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია ოსმალეთის გავლენის ქვეშ მოექცა, სახელწოდება შიდა ქართლის ტერიტორიაზეც გავრცელდა.