ზიარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზიარება - წმ. საიდუმლო, რითაც მორწმუნე ღმერთთან კავშირს ამყარებს. ზიარება არის შეერთება უფალთან. იგი თვით უფალმა დაგვიწესა. ჩვენ ამ დროს ხილულად ვღებულობთ პურსა და წითელ ღვინოს, უხილავად კი უფლის სისხლსა და ხორცს, რითაც ვერთიანდებით უფალთან. ამიტომაა ყველაზე დიდი წამალი ზიარება: იგი საკურნებელია სულისა და ხორცისა. თუ რამე დავმალეთ აღსარების დროს, მაშინ ზიარება სასჯელად გვექცევა.
წყარო
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.