ზღუა მეწამული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:17, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზღუა მეწამული - წითელი ზღვა. მდებარეობს აფრიკის კონტინენტსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შუა. ხმელთაშუა ზღვისგან იგი გამოყოფილი იყო აზიისა და აფრიკის შემაერთებელი სუეთის ხმელეთით, სადაც ამჟამად გაყვანილია სუეთის არხი, რომელიც უმოკლესი საზღვაო გზით აკავშირებს ინდოეთს და ევროპას. წითელი ზღვა ინდოეთის ოკეანის ნაწილია და უერთდება მას ბაბ-ელ-მანდევის სრუტით.
წყარო
ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი