თაბაშირბოჭკოს ფურცელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:10, 15 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თაბაშირბოჭკოს ფურცელი − ფურცლოვანი მოსაპირკეთებელი ნაკეთობა, რომელიც მზადდება სამშენებლო თაბაშირის, ცელულოზის ბოჭკოსა და სხვადასხვა ტექნოლოგიური დანამატებისგან. მასალა უფრო ძვირია, ვიდრე პოპულარული თაბაშირმუყაო, მაგრამ აქვს რიგი უპირატესობებისა, მაგ., ერთგვაროვნება, მაღალი სიმკვრივე (1250 კგ/მ3), ყინვამედეგობა (15 ციკლი თაბაშირმუყაოს 4 ციკლის საწინააღმდეგოდ), კარგი თბოიზოლაცია და მაღალი ცეცხლმედეგობა.