თაბაშირიანი ბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:14, 19 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თაბაშირიანი ბეტონი − თაბაშირზე დამზადებული ბეტონი, რომელიც გამოიყენება შენობის შიგა ტიხრების, ჭერისა და კედლის შიგა შელესვისათვის. ამ ბეტონის სახესხვაობაა თაბაშირ-ცემენტიანი ბეტონი, რომელიც უფრო მეტად გამოიყენება (მცირესართულიანი სახლის კონსტრუქციები, სამშენებლო ბლოკები და სხვ.), რასაც განაპირობებს მისი მაღალი წყალმედეგობა.