თაბაშირის მჭიდა მასალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:12, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თაბაშირის მჭიდა მასალები – ჰაერული შემკვრელი მასალები, რომლებიც მიიღება ნახევრადწყლიანი ან უწყლო კალციუმის სულფატის საფუძველზე (ანჰიდრიტული შემკვრელები). ენერგეტიკული დამუშავების პირობების, ასევე შეკვრისა და გამაგრების სიჩქარის მიხედვით თაბაშირის მჭიდა მასალები იყოფა 2 ჯგუფად: დაბალგამოწვის (სწრაფმჭიდი და სწრაფგამყარებადი) – სამშენებლო და საყალიბე თაბაშირი, მაღალი სიმტკიცის თაბაშირი, თაბაშირ-ცემენტ-პუცოლანური შემკვრელები; მაღალგამოწვის (ნელამჭიდი და ნელაგამყარებადი) – ანჰიდრიტული ცემენტი, მაღალგამოწვის თაბაშირი.