თავდაცვითი ნაგებობები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:01, 27 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თავდაცვითი ნაგებობები - საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებიც აგებულია ადგილმდებარეობაზე თავდაცვისთვის.
განასხვავებენ თავდაცვითი ნაგებობების ცეცხლის წარმოებისთვის (სანგრები, ტრანშეები და სხვა); სხვადასხვა სახეობის იარაღისგან პირადი შემადგენლობის და ტექნიკის დაცვისთვის (თხრილები, ტრანშეების გადახურული მონაკვეთები, ბლინდაჟები, თავშესაფრები, სპეციალური საფრები); ფარული მიმოვლისთვის (სანგარსავალები, დარანები).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017