თერმოპროფილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:41, 14 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თერმოპროფილი – მოთუთიებული ფურცლის ცივნაგლინი ელემენტი პროფილის სპეციალური ფორმითა და პერფორაციით. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შენობის მასიური კარკასის ასაწყობად, ასევე სარეკონსტრუქციო ან ახლადმშენებარე ობიექტების ცალკეული ელემენტების მონტაჟისათვის: გარე და შიგა კედლების, ტიხრების, კიბეებს შორის გადაფარვების, მანსარდის ნივნივური კონსტრუქციების, სახურავებისათვის და სხვ.