თვითმავალი საარტილერიო ქვემეხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:26, 15 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თვითმავალი საარტილერიო ქვემეხი - თვითმავალ მუხლუხაზე ან თვლიან ბაზაზე დამონტაჟებული საარტილერიო ქვემეხი.
ფართო მნიშვნელობით თვითმავალი საარტილერიო ქვემეხს მიეკუთვნება საზენიტო თვითმავალი დანადგარები, საარტილერიო თვითმავალი დანადგარები და საველე თვითმავალი ქვემეხები (ზარბაზნები, ჰაუბიცები, ნაღმსატყორცნები). ვიწრო გაგებით ტერმინი ხშირად ვრცელდება საველე თვითმავალ საარტილერიო ქვემეხზე, რომლებიც დანიშნულების და საორგანიზაციო კუთვნილებით შესაბამისი საველე ბუქსირებადი ქვემეხების ანალოგიურია, მაგრამ აღემატება მათ მოძრაობის ან გადაადგილების უნარით, საბრძოლო მზადყოფნით, გათვლის დაცულობით, დატენვის პროცესების მაქანიზაციისა და ავტომატიზაციის დონით და სხვა.