თოხეჩო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:03, 30 სექტემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თოხეჩო (ქართლ. კახ. მესხ. ჯავახ.) - ხის სათლელი, პირბრტყელი და თოხივით მოხრილი, დიდი საორხელო ხელჭურჭელი, ყოფაში გავრცელებულია შემდეგი სახელწოდებებით: „მძიმე ეჩო“ (ქართლ-კახეთი), „თოხ-ეჩო“ (აჭარ., მესხ.-ჯავახ.), „დიდი ეჩო“(ქსნის ხეობა), „ფეხეჩო“ (ქართლ-კახ., მესხ.-ჯავახ.).
„თოხეჩო“ შედგება ეჩოსა და ტარისაგან. ეჩოს პირი ლითონისაა, ალესილია და ტარისაკენ მოხრილი. თოხეჩოს იყენებდნენ ურმის ხელნების, კევრის ფიცრების და ა.შ. გასათლელად.
ლიტერატურა
გ. გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962. გ.გ.