თურქმენეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურქმენეტის დროშა

თურქმენეთი - (Turkmenistan - თურქმენისტანი), სახელმწიფო შუა აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ყაზახეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - უზბეკეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ავღანეთი, სამხრეთით - ირანი, დასავლეთით ეკვრის კასპიის ზღვა.

ფართობი - 488,1 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 5,1 მლნ. კაცი (2012), მათ შორის თურქმენი 77%, დარჩენილი უზბეკები, რუსები და სხვა ეროვნების ხალხი.

ოფიციალური ენა – თურქმენული.

დედაქალაქი - ქ. აშხაბადი.

ადმინისტრაციულად იყოფა 5 ვალაიეთად (მხარე, ოლქი).

უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – ჰალკ მასლაჰატი (სახალხო საბჭო, შედის ხელისუფლების ყველა შტო), სახელმწიფოს ხელმძღვანელია პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ორგანო – მეჯლისი (პარლამენტი).

დამოუკიდებლობა გამოცხადდა სსრ კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, 1990 წლის 22 აგვისტოს.თურქმენეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა.

მრეწველობის ძირითადი დარგებია: ნავთობის და ბუნებრივი აირის მოპოვება, ქიმიური, ნავ-თობქიმიური, მსუბუქი და კვების მრეწველობა.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: ბამბის და ბოსტნეულის მოყვანა.

ძირითადი პორტი კასპიის ზღვაზე - თურქმენბაში (კრასნოვოდსკი).

საერთაშორისო აეროპორტია - აშხაბადი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგნელობით 29,7 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 26,7 ათ., სამხედრო-საზღვაო 2 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 1 ათ., სასაზღვრო ჯარები - 5 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები