თუშური ყველი – გუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:02, 16 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუშური ყველი – გუდა

თუშური ყველი – გუდა – განსაკუთრებული ყველია ქართულ ფერმერულ წარმოებაში, მზადდება ცხვრის რძისგან. ძირითადად ამზადებენ კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ალპურ ზონებში. საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებული ყველისგან სრულიად განსხვავებული მომზადების ტექნოლოგიისა და ცხვრის გუდაში (რომელიც წმინდად გაკრეჭილი, კარგად დამუშავებული უნდა იყოს) გამოყვანის გამო, დელიკატურ ყველად ითვლება. აქვს პიკანტური სურნელი და არომატი.

გამოარჩევენ მონაცრისფრო ქერქიან, დიდ თვლებიანი გუდა ყველის გარდა ე.წ. უთვლებო, ბრმა გუდას, რომელსაც ძირითადად კახეთში, ქიზიყში ვაწყდებით. ქიზიყური გუდის ყველი მიწაში ინახება რამდენსამე ხანს, ბალახებში ჩაფლული, უფრო ელასტიურია და ადვილად ტრანსპორტირებადი.


წყარო

ქართული ყველი: კატალოგი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები