თქმულება უცნაურ მთიბელზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:37, 27 აპრილი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უცნაური მთიბელი – მთიულეთში, ხანდოში, ჩიკრიკიანების ოჯახში მომხდარა ასეთი ამბავი. ტყისპირას თიბავს კაცი და ხედავს, გამოვიდა ტყიდან ქალი და მანაც დაიწყო თიბვა. მიხვდა კაცი, რომ ეს ადამიანი არ არის. სთიბს ეს კაცი და სთიბს ის ქალიც. უყურა, უყურა კაცმა და, ხედავს, რასაც თვითონ აკეთებს, ქალიც იმას აკეთებს. ბოლოს, ადგა ეს კაცი, მაგრად დაგრიხა ბალახი და ფეხები შეიკრა. ქალმაც ასე გააკეთა, გაიბა ფეხები. მერე კაცმა ცელი ამოუსვა ამ დაგრეხილ ბალახს და მოჭრა, გაითავისუფლა ფეხები. უსვამს ეს ქალი, უსვამს ხის ცელს ბალახზე და - რას გაჭრის! ვერ გაითავისუფლა თავი. დაიჭირა კაცმა და წამოიყვანა სახლში. თმები და ფრჩხილები დააჭრა და ხმლის ქარქაშში შეინახა. იცის კაცმა, რომ ხმალს ვერ მიუდგება, აშინებს ხმალი. და იყო დიდხანს ის ქალი იმ კაცის ოჯახში. და ისე გამდიდრდა და აშენდა ის ოჯახი, რომ მეტი არ შეიძლება. არც ვინ ავად გახდებოდა იმათი, არც არაფერი უფუჭდებოდათ. კარგად და ბედნიერად იყო ის ხალხი.

ბოლოს, ბავშვისთვის უთქვამს ქალს, აბა, ჩამოიღე ის ხმალიო და წამოჩეჩეო. წამოჩეჩა და ფრჩხილები წამოსცვივდა. აკრიფა ფრჩხილები და აიღო, თავისი რაც იყო, და წავიდა, უთხრა: ვერაფრით ვერ დაგაზიანებთო, სულ კარგად მექცეოდით, კარგი ოჯახი იყავით, ჩემთვის კარგები იყავით, ოღონდ თქვენს ცეცხლს სინათლე ნუ ექნებაო. მაინც ამით დაწყევლა. მეტი არაფერი უთქვამს და წასულა ეს ქალი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები