თქმულება ქვადქცეულ მწყემსზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 1 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვადქცეული მწყემსიქართლის სოფელ ზეგარდაში ცხოვრობდა ერთი მწყემსი, რომელსაც ერთიბეწო ფარა ჰყავდა. არა და არ მრავლდებოდა მისი ცხვარი. ერთ დღეს შეევედრა წმ. გიორგის, შენი ყმა ვიქნები, ოღონდ ცხვარი მიმრავლეო. შეისმინა წმ. გიორგიმ მწყემსის ვედრება და იწყო მისმა ცხვარმა მატება. ისე მოიმატა მისმა ცხვარმა, რომ სოფელში ყველაზე მრავალრიცხოვანი ფარა გაუხდა. მასზე მდიდარი არავინ იყო. ერთხელ ხმა გავარდა, ზეგარდას მტერი უახლოვდებაო, და ყველანი მთებში გაიხიზნენ თავის ჯალაბიან-საქონლიანად. მხოლოდ მწყემსი არ გაქცეულა არსად, დარჩა სოფელში წმ. გიორგის იმედად, რომ ის დაიფარავდა მტრებისგან. წმიდაო გიორგი, – შეევედრა მწყემსი თავის პატრონს, – შენ გაბარებ ჩემ თავს და ფარას. თუ მტრებისგან მიხსნი, საუკეთესო ცხვარს დაგიკლავო. და, მართლაც, შემოესია მტერი ზეგარდას, გაძარცვა სოფელი, ხოლო რაც ვერ წაიღო, ცეცხლში დაწვა, მწყემსი და მისი ფარა კი ვერ დაინახა – საფარველი ჰქონდათ დადებული. გადარჩენილმა მწყემსმა გამოარჩია საუკეთესო ცხვარი ფარაში და წაიყვანა წმ. გიორგის ეკლესიაში დასაკლავად. დააღირა თუ არა დანა ცხვარს, ძალზე მოეწონა ნასუქალი პირუტყვი, და დაენანა, იფიქრა: რა ბედენაა? მჭლეს შევწირავ, ამას კი ჩემთვის დავიტოვებო. და ფეხი ჰკრა ცხვარს და გვერდზე გააგდო. ეს იყო და, უცებ თავის ცხვართან ერთად ქვად იქცა მწყემსი და დღემდე ეს ქვები ზეგარდის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში ყრია.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები