იაზმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:11, 19 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იაზმა – ლეჩაქის ქვეშ მოსახვევი თავსაბურავი. თედო სახოკია: „ქალებს თავზე შემოკრული აქვთ ჩითივით იაზმა. ზემოთ თავის გარშემო ლეჩაქი, რომლის ერთი ყური წელზეა გადაშვებული, წინ სახეზე შემოკრული აქვთ სინათლის სანახავად თხელი მანდილი – ფეჩა. ყველა ამას გარეშე გადაფარებულ აქვს თეთრი ჩადრი თავის დასამალავად”.
ლიტერატურა
სახოკია, 1985:245.
წყარო
ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა