იაღი მჭადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 14 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იაღი მჭადი – კაიმაღით მოზელილი მჭადი. სიმინდის ფქვილს ნაღებში მოზელდნენ და მისგან პატარა კვერებს გამოაცხობდნენ. ცომს კეცში კეჟერა ფხლის ანდა შხამის ფოთლებს ჩაუფენდნენ, ამ ფოთლებს ზემოდან თავსახურს დააფარებდნენ. ეს იმ მიზნით, რომ ცხიმი კეცში არ დაკარგულიყო. იაღლი მჭადი საპატივცემულო კერძად ითვლებოდა.