ინერცია (მათემატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინერცია – ყოველი ნივთიერი სხეულის თვისება უცვლელად შეინარჩუნოს მისი უძრაობის ან წრფივი თანაბარი მოძრაობის მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.
ლათინური inertia ნიშნავს „უუნარობას“, „უვარგისობას“, „უმოქმედობას“, „უძრაობას“, „სიზარმაცეს“.
ტერმინი „ინერცია“ მათემატიკურ მეცნიერებაში კეპლერმა შემოიღო (1609).
ალგებრაში ეს სიტყვა შემოიღო სილვესტრმა, როცა დაამტკიცა თეორემა კვადრატული ფორმის ინერციულობის შესახებ (1852). ამ უკანასკნელ თვისებას იცნობდა იაკობიც.