იონიური სვეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იონიური სვეტი – ორდერულ არქიტექტურაში კლასიკური სვეტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობა, რომელიც იდგმება საფუძველზე – ბაზაზე (ბაზისზე), რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ქვის მრგვალ დისკოს დაყოფილს ღარებით. კანელურების რაოდენობა სვეტის ტანზე მეტია, ვიდრე დორიულ სვეტზე (24-მდე) და ერთმანეთისგან გამოყოფილია მცირე ზომის ბრტყელი ზოლებით. იონიური სვეტი დორიულზე უფრო ვიწროა, ზემოთ კი მთავრდება ვოლუტებით შემკული ულამაზესი ფორმის კაპიტელით.