ისკელიტობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:01, 25 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისკელიტობა – ხის კულტის სახეობა ლეჩხუმში. სოფ. ნაკურალეშსა და ცხუკუშერში, ამაღლებულ ადგილას მდგომ ასწლოვან წიფლის ხესთან მაისში დღეობა იმართებოდა ისკელიტობის სახელით. ცერემონიალს მხოლოდ წიფლის ხესთან მართავდნენ. იმ არემარეში, სადაც ისკელიტობას იხდიდნენ, სხვა ჯიშის დიდი ხეებიც იდგა (მუხა, ცაცხვი, თელა, კაკალი), მაგრამ ხალხი მათ არ მიმართავდა. ისკელიტობის დღეს დიასახლისები ზანდურის ან იფქლის ხმიადებს გამოაცხობდნენ, შინაურ ცხოველთა ქანდაკებებსაც გააკეთებდნენ, საქონლის სადგომთან (ბოსელი, საღორე) გატეხდნენ და შეჭამდნენ. შემდეგ ისკელიტაზე მიდიოდა ქალი და კაცი, წიფელს ეთაყვანებოდა და ღმერთს ოთხფეხობის გამრავლებას შესთხოვდა. ისკელიტობა წარმართობის პერიოდიდან მომდინარე ხის კულტის გარკვეული სახეა.

მ. ჩიქოვანი

ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ტოპონიმიკური ლექსიკონი, უნ-ტის შრომები, IX, 1939,
  • მ. ალავიძე, ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა, 1951, გვ. 129

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები