კადეტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:39, 13 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კადეტები - (ფრანგული cadet – umcrosi),
1. ფეოდალურ საფრანგეთსა და პრუსიაში ჯარისკაცის წოდებით მომსახურე აზნაურები ან დიდგვაროვან არისტოკრატთა შვილები, რომლებიც სამხედრო სამსახურში ირიცხებოდნენ ოფიცრის ჩინის მინიჭებამდე;
2. XVIII საუკუნესა და XX საუკუნის დასწყისში ზოგიერთ სახელმწიფოში პრივილეგირებულ სამხედრო სასწავლო დაწესებულებათა (კადეტთა კორპუსების) აღსაზრდელები;
3. ავსტრია-უნგრეთში პირველ მსოფლიო ომამდე სამხედრო წოდება, დაახლოებით შეესატყვისებოდა უფროს უნტერ-ოფიცერს.