კაზლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:56, 16 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეგრული ყველი „კაზლა“ - მზადდება ძროხის, კამეჩის, ცხვრისა და თხის რძისგანაც. ხშირად იყენებენ ნარევ რძესაც და ამის გამო ჯოგის ყველსაც კი ეძახიან. მაღალი, ნახევრად მყარი ყველია, იმერულის ტექნოლოგიით დამზადებული და ინახავდნენ ხის სპეციალურ მომცრო ზომის აბაზანებში – ჩეჩოებში და კიდებდნენ სამზადისის ჭერში დატანებულ ძელებზე.
