კანარი (ცეკვა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:28, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კანარი – (იტალ. Canario, ინგლ. Canary, ფრანგ. Canarie), XVI–XVII სს. სამეჯლისო ან სასცენო ცეკვა, გავრცელებული მეტწილად საფრანგეთსა და იტალიაში. თავდაპირველად კანარი იყო ცეკვა სწრაფი მოძრაობით, საფრანგეთში ორწილადი, იტალიაში სამწილადი (3/4 ან 3/8) მუსიკალური ზომით.