კაპიტალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 8 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაპიტალი - (capital) - ფართო გაგებით - საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის გამოყენებული რესურსები, წარმოების ფაქტორები. ვიწრო გაგებით - წარმოების ფაქტორების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, წარმოების საშუალების სახით. კაპიტალი შედგება როგორც ხანგრძლივი მოხმარების (ძირითადი კაპიტალი), ისე წარმოების ერთი ციკლის მანძილზე მოხმარებულ (საბრუნავი კაპიტალი) წარმოებრივი საქონლისაგან. ეს სიტყვა გამოიყენება აგრეთვე ფინანსური აქტივების გამოსახატავად.