კაპიტალური შენობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:40, 24 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაპიტალური შენობა − მშენებლობის შედეგი, რომელიც წარმოადგენს მოცულობით სამშენებლო სისტემას და აქვს მიწისზედა და/ან მიწისქვეშა ნაწილები, რომლებიც მოიცავენ სათავსებს, საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ქსელებსა და უზრუნველყოფის სისტემებს. კაპიტალური შენობა მიწის ზედაპირთან მიმაგრებულია სტაციონარულად. მისი დანიშნულებაა შენობაში ადამიანების, ცხოველების, ფრინველების და წარმოების საშუალებების განთავსება, აგრეთვე პროდუქციის შენახვა.