კატასტროფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:24, 17 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კატასტროფა - (ბერძნული catastrophe – გადატრიალება, განადგურება, მსხვერპლი), უეცარი მოქმედება, მოვლენა, რომელსაც მოსდევს ტრაგიკული შედეგები - ნგრევა, განადგურება, ვინმეს ან რამეს დაღუპვა, დიდი სამხედრო მარცხი.
შეიარაღებულ ძალებში კატასტროფა - სამხედრო ტექნიკასთან (თვითმფრინავთან, ხომალდთან, ტანკთან და სხვა) დაკავშირებული შემთხვევა, რომელსაც შედეგად ადამიანთა დაღუპვა მოჰყვა.