კენჭი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:51, 26 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კენჭი – გლუვზედაპირიანი მცირე ზომის ქვა. მოიპოვება მდინარის კალაპოტსა და ჭალაში, ტბისა და ზღვის ნაპირებზე. გამოიყენება გზების მშენებლობაში, როგორც ბალასტი, აგრეთვე მოედნების, ბილიკების, სადგომების და მისთ. მოსაკირწყლად, სასაქონლო ბეტონების დასამზადებლად და სხვ.