კერამზიტბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:11, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კერამზიტბეტონი – მსუბუქი ბეტონის სახეობა, რომელშიც შემვსებად გამოყენებულია კერამზიტი, ხოლო შემკვრელად – ცემენტი, თაბაშირი ან სინთეზური ფისი. ფენოვანი შემომსაზღვრელი კონსტრუქციების თბოსაიზოლაციო კერამზიტბეტონის სიმკვრივეა 350-600 კგ/მ3, კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციოსი – 700-1200 კგ/მ3, ხოლო მზიდი კონსტრუქციებისა და საინჟინრო ნაგებობების ელემენტების – 1400-1800 კგ/მ3.