კერძთაშორისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:37, 17 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კერძთაშორისი – (ფრანგ. entrements), XIV-XVI საუკუნის საფრანგეთსა, ინგლისსა და იტალიაში თეატრალიზებული სცენა, რომელიც თამაშდებოდა ფეოდალების ციხე დარბაზებში ლხინის დროს – სუფრაზე ახალ-ახალი კერძების შემოტანისას, უმეტესად იქმნებოდა რაინდების ჯვაროსნულ ლაშქრობებთან დაკავშირებულ თემებზე. შემსრულებლები ძირითადად იყვნენ ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები. მოქმედებას თან ახლდა მუსიკა და ცეკვები. კერძთაშორისის საფუძველზე ინგლისში განვითარდა ნიღბების ჟანრი. ქართულ თეატრმცოდნეობაში დამკვიდრებილი იყო რუსული ტერმინი „მეჟდუიასტვიე“. აქედან – ქართული „კერძთაშორისი“


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები