კვიპაროსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:37, 30 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კვიპაროსი − (ლათ. Cypressus), მარადმწვანე წიწვოვანი ჯიშის ხე სიმაღლით 25 მ-მდე, გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახიდან. აქვს სწორი ტანი დიამეტრით 0,7 მ-დე და პირამიდული ვარჯი. ცოცხლობს 2000 წლამდე. მერქანი სურნელოვანია, აქვს მოწითალო-მოყავისფრო გული და თეთრი ფერის ნაქურთენი (ცილა), მკვრივია, საშუალო წონის, გამძლეა ტენიან ადგილებში (მიწაში, წყალში). გამოიყენება საავეჯო და სახარატო საქმეში, გემთმშენებლობაში და სხვ.