კვირია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:54, 28 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კვირია, კვირა, კვირაე – (ბერძნ. კვირიოს „უფალი“). ქართული წარმართული ღვთაება, ბოლო დრომდე შემორჩენილი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა რწმენაში. მორიგე ღმერთის თანამდგომი, მოკარვე და ხმელეთის გამგებელი. იგი ხუცობის ტექსტებში ასე მოიხსენიება: „დიდება დიდს კვირაესა, მაღლის ღვთის მოკარვესა... ჴმელთ. მაურაო, კარავს კვირაეო“.
კვირი. როგორც პერსონაჟი, გვხვდება მითოლოგიურ ნაწარმოებებში (იაჴსარი, კოპალა და სხვე. იგი ღვთის კარზე მეთვალყუარისა და სამართლის გამგებლის ფუნქციასაც ასრულებს.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
- ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, 1960, გვ. 62;
- თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1967, გვ. 147;
- ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.