კვირია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:56, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კვირია, კვირა, კვირაე – (ბერძნ. კვირიოს „უფალი“). ღვთისშვილთა შორის უპირველესი, მათგან გამორჩეული, ქრისტეს ნიშნებს ატარებს თავად სახელიდან (უფალი) დაწყებული მორიგე ღმერთის მარჯვენით ჯდომამდე: ფშავ-ხევსურული მითოსის თანახმად კვირიას კარავი უდგას მორიგე ღმერთის მარჯვნივ, ამიტომაც ასე მიმართავენ: „შენ გადიდოს, გაგიმარჯოს, კვირაევ, ხთის კარზე კარავიანო“, „დიდება დიდ კვირას, მაღლის ღვთის მოკარვესა“. მორიგე ღმერთთან ერთად იგი განსჯის და განიკითხავს ადამიანთა და ღვთისშვილთა სამართალს: „დიდება და გამარჯვება ძალს ღვთისას, სამართალს კვირიასას!“