კილიტაიზოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:43, 30 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კილიტაიზოლი (ფოლგაიზოლი) – რულონური ორფენიანი თხელი დატალღური ან სწორი კილიტებისგან შემდგარი მასალა, რომელიც ქვედა მხრიდან დაფარულია დამცავი ბიტუმპოლიმერული ფენით. კილიტაიზოლი წყალგაუმტარი, გამძლე მასალაა, რომელსაც არ სჭირდება არავითარი მოვლა ექსპლუატაციის პირობებში. გამოიყენება პანელების პირაპირების ჰერმეტიზაციისათვის, სახურავებში ორთქლსაიზოლაციოდ და სხვ.