კოლონიური ჯარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:52, 7 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოლონიური ჯარები - სახელმწიფო-მეტროპოლიების საჯარისო ფორმირებები, რომლებიც განკუთვნილი იყო კოლონიების დასაპყრობად და მათზე ბატონობის შესანარჩუნებლად, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ჩასახშობად.
პირველად გაჩნდა XVII საუკუნეში ინგლისის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის ოსტინდური და ვესტინდური კომპანიების გამგებლობაში, რომლებსაც ადგილობრივ ტომებთან საომარი მოქმედების წარმოებისთვის ფართო უფლებამოსილება მიენიჭათ. შემდგომში კოლონიური ჯარები ითვლებოდა სახელმწიფო- მეტროპოლიების შეიარაღებული ძალების შემადგენელ ნაწილად.